ბეჟუაშვილი ბეგლარ (ბეგო)
ბეჟუაშვილი ბეგლარ (ბეგო)

ეჟუაშვილი ბეგლარ (ბეგო) (18.XI. 1940, სამტრედია- 02.III. 2022), ქართ. ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. ბ. ბ.-მა დაამთავრა თსუ-ის  ფილოლ. ფაკ-ტი (1960). მუშაობდა თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტზე. ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში (1970), მონაწილეობდა საქართვ. ჰელსინკის ჯგუფის (ბეგო ბეჟუაშვილი, ზვიად გამსახურდია, გრიგოლ და ისაია გოლდშტეინები, თეიმურაზ ჯანელიძე, ვიქტორ რცხილაძე) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში, იყო ჟურ. „საქართველოს მოამბის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ბ. ბ. იყო: თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1985-1993), შემდგომ კი დეკანი (1985-1993). სწორედ მისი თაოსნობით ფაკ-ტზე ჩამოყალიბდა კულტ. და ხელოვნ. ინტერდისციპლინარული სამეცნ.- კვლ.  ლაბორ., რომლის ტექნიკური ბაზაც თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღიჭურვა. ბ. ბ.  ასევე არის რამდენიმე წიგნის შემდგენელი და მთ. რედ.: „მსოფლიო ლიტერატურა“, „რჩეული მოთხრობები“ (12 ტომეული), „დიმიტრი ყიფიანი – თხზულებანი 10 ტომად“ და სხვ. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ლიტ.: ეჟუაშვილი ბეგლარ (ბეგო). ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, (1998-1999), გვ. 35.